მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს

ევროკავშირი

ევროკომისარმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ჯუტა ურპილაინენმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით, სომხეთთან ურთიერთობის ახალი დღის წესრიგი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ბლოკი სომხეთთან თანამშრომლობას სამი სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს.

პირველ რიგში, ევროკავშირი სომხეთს მდგრად განვითარებასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციაში დაეხმარება, რაც ვაჭრობის, ენერგეტიკისა და საავიაციო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით გამოიხატება.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ სომხეთი და ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის დაწყებას განიხილავენ.

“სომხეთმა უკვე გამოავლინა ინტერესი ამ საკითხისადმი და ჩვენ მოვუწოდებთ მის ლიდერებს, შესაბამის რეფორმებზე მუშაობა გააძლიერონ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყება სომხეთის მოსახლეობას მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის და სამომავლო რეფორმებისთვის ახალ ბერკეტს გააჩენს”, - განაცხადა ურპილაინენმა.

გარდა ამისა, EU სომხეთში თავისი მისიის გაგრძელებასა და ევროპის სამშვიდობო მექანიზმების დანერგვასაც განიხილავს.

მესამე მიმართულება, რაზეც ბლოკი სომხეთთან ითანამშრომლებს, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ინვესტიციებია. ევროკომისარმა განმარტა, რომ EU მხარს უჭერს სომხეთის ჩართულობას შავი ზღვის კაბელების პროექტის კუთხით და სხვა რეგიონულ პროექტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები