მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ტექნოლოგიური გიგანტების შეზღუდვას გეგმავს

Big tech

ევროკომისიამ ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მიმართული ციფრული ბაზრების რეგულირების აქტი მიიღო, რომელიც Apple-ის, Amazon-ის, Google-ის, Meta-ს, Microsoft-ის და ჩინური ByteDance-ის საქმიანობას შეზღუდავს.

მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ზემოხსენებულ კომპანიებს სპეციალური სტატუსი მიენიჭათ, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიაში მათ კოლოსალურ გავლენას უკავშირდება. როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კომპანიები ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ ინდუსტრიას, ამიტომაც მათ დასარეგულირებლად ტრადიციული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საკმარისი არ არის და ახალი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას.

მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ გიგანტებს უდიდესი გავლენა აქვთ ელექტრონული მოწყობილობების წარმოების, ძებნის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ამიტომაც მათი გავლენა სცდება კონკრეტული სექტორის ფარგლებს.

უახლოეს მომავალში ევროკავშირი ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ეკოსისტემის გახსნას და კონკურენტების შესყიდვის სტრატეგიის შეზღუდვას აიძულებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები