მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, დამატებით €110 მილიონს გამოუყოფს

უკ

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით €110 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხიდან €100 მილიონი უკრაინაში, ხოლო €10 მილიონი მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.

ევროკომისრის განცხადებით, ზამთრის დადგომის გამო უკრაინის მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეექმნება, რის გამოც გამოყოფილი თანხა, როგორც ფულად დახმარებას, ასევე მოქალაქეების საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და დაცვით უზრუნველყოფას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები