ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს, რისი წყალობით, გაერთიანების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობა 1.5 მილიარდ ევროს მიაღწევს, აღნიშნული მატერიალური რესურსების უდიდესი ნაწილი კი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
„მადლობას ვუხდი ჯოზეფ ბორელის და მხარს ვუჭერ მის ინიციატივას ევროპული სამშვიდობო ფონდიდან დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დახმარების პაკეტი სწრაფად დამტკიცდება, ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობა, რომელიც სამხედრო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, 1.5 მილიარდ ევროს მიაღწევს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.




























