ევროკავშირი 2028-2035 წლებში უკრაინისთვის €88 მილიარდის გამოყოფას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა გაერთიანების ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა და ამისთვის ახალი ფონდი შეიქმნება.
დახმარების €88-მილიარდიანი პაკეტი უკრაინული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ქვეყნის მოდერნიზაციას მოხმარდება.
აღნიშვნას იმსახურებს თანხის გადანაწილების პრინციპიც. კორუფციასთან დაკავშირებული რისკების გადასაზღვევად, უკრაინა ფონდიდან დახმარებას ეტაპობრივად, განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად მიიღებს. ყოველი შემდგომი ფინანსური ტრანში დადებულ შედეგზე იქნება დამოკიდებული.
აქვე უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოცხადდება




























