მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი უკრაინისთვის €140 მილიარდის რეპარაციული სესხის მიცემას გეგმავს

უკრაინა ევროკავშირი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის მთავრობისთვის 140 მილიარდი ევროს მოცულობის რეპარაციული სესხის მიცემას გეგმავენ.

თუკი ინიციატივა დამტკიცდება, მაშინ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხა ევროკავშირმა უკრაინას გრძელვადიანი სესხის სახით უნდა გადასცეს, რომელიც თავად აქტივების ამონაგებით გადაიფარება, ანუ უკრაინას მისი გასტუმრება არ მოუწევს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი რეპარაციის სქემასთან დაკავშირებით ამბობს, რუსული აქტივების ძირი ხელუხლებელი უნდა დარჩეს, თუმცა გენერირებული სარგებელი პირდაპირ შეიძლება იქნეს უკრაინისთვის გადაცემული.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი €300 მილიარდის აქტივებია გაყინული, რომელთან წვდომა მოსკოვს არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები