მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი უნგრეთისთვის 22 მილიარდი ევროს დაფინანსების გაყინვას გეგმავს

63a6c5dea0421
მარიამ ვარადაშვილი
24.12.22 19:00
982
ევროკავშირი უნგრეთისთვის 22 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსების გაყინვას გეგმავს, სანამ ქვეყანა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ მოაგვარებს. ევროკომისიას მიაჩნია, რომ უნგრეთის ნაციონალისტი ლიდერი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ევროკავშირის რეგიონული ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

როგორც წესი, ფინანსური დახმარება ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დასახმარებლად გამოიყენება. გავრცელებულ განცხადებაში ევროკომისია მიუთითებს, რომ უნგრეთი ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის მოთხოვნებს არ ასრულებს. ამ შემთხვევაშუი, საუბარია უნგრეთის მიერ მიღებულ ე.წ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონზე, რომლითაც LGBTQ პირების უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება.

Bloombeg-ი უნგრეთში მძიმე ინფლაციური პროცესების შესახებ იუწყება. ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 22%-იანი ინფლაციის ფონზე, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მთავრობა გააკრიტიკა ინფლაციის საპასუხოდ ფასებზე ჭერის დაწესების ინიცირებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში, კანონის უზენაესობის მიღწევის მიზნით ფინანსური წნეხი ეფექტიანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები