მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი ვაქცინირებულებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას განიხილავს

60a5086cbf969
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.21 17:00
1058
ევროკავშირი სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებას და საზღვრების გახსნას განიხილავს კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ტურისტებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბლოკის ოცდაშვიდივე წევრმა თანხმობა განაცხადა და მწვანე შუქი აუნთო შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორიც არის კოვიდ-ტესტირება და ქვეყანაში ჩასვლისას საკარანტინე პერიოდის გავლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ახალ რეკომენდაციებს უახლეს მომავალში მიიღებს. როგორც პორტუგალიის პრეზიდენტის პრესმდივანი ანა ასცენჩაო სილვა წერს საკუთარი twitter-ის პოსტში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური პრეს-რელიზი მიმდინარე კვირის ბოლოს გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები