2023 წლის 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან 329 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა, რაც 15%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდა 54%-ს შეადგენს.
ვიზიტორების კუთხით პოლონეთი ლიდერობს, საიდანაც წლიური ზრდა 121%-ს შეადგენს. პოლონეთი ვიზიტების რაოდენობით ათეულშიც ხვდება. მეორე ადგილს გერმანია იკავებს 54 332 ვიზიტით, აქ წლიურად ზრდა 41%-ია, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება თითქმის 25%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, რომელსაც ბრექსიტის მიუხედავად, სტატისტიკაში კვლავ ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად გვხვდება. დიდი ბრიტანეთიდან 22 608 ვიზიტი განხორციელდა, წლიურ ჭრილში აქ ზრდა 38%-ს, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან შედარებით კლება 25%-ს შეადგენს. მეოთხე ადგილს საფრანგეთი იკავებს 18 771 ვიზიტით, ეს 2019 წელთან შედარებით 17%-ით შემცირებული მაჩვენებელია, 2022 წლის 9 თვესთან შედარებით კი ზრდა 32.4%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილზეა ლატვია 17 319 ვიზიტით, წლიური ზრდა 36%, ხოლო 2019 წელთან შედარებით 8%-ია.
მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 4.8 მლნ ვიზიტი განხორციელდა. 2019 წელთან შედარებით ვიზიტების რიცხვი 19.3%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდს თითქმის 45%-ით აღემატება. აქედან ტურისტული ვიზიტი 3 655 576 იყო, 35%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდზე.
2023 წლის 9 თვეში განხორციელებული ვიზიტებით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 1 149 053 ვიზიტი შედგა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 47.3%-იანი ზრდის მიუხედავად, ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით თითქმის 5%-ით შემცირებულია.
ვიზიტების კუთხით მეორე ადგილზეა თურქეთი, 2023 წელს აქედან 1 081 419 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 99%-ია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. მესამე ადგილს სომხეთი იკავებს 736 086 ვიზიტით, ეს 26%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატება.