ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში რუსეთიდან ვიზიტები გასულ წელთან შედარებით 16.1%-ით შემცირდა და 215 468 შეადგინა. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კი კლება 15.2%-ია.
კლების მიუხედავად, რუსეთი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. პირველი კვარტალის მონაცემებით, მასზე საქართველოში განხორციელებული მთლიანი ვიზიტების 18.6% მოდის და მოწინავე ქვეყნების რეიტინგში მხოლოდ თურქეთი უსწრებს, 254 577 ვიზიტით.
შედარებისთვის, იანვარ-მარტში რუსეთიდან 3-ჯერ მეტი ვიზიტი განხორციელდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჯამურად, თუმცა ამის მიუხედავად თურქეთი, რუსეთი და მოწინავე პოზიციებზე მყოფი სხვა ქვეყნები ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში ვერ მოხვდა. საპირისპიროდ, უწყების პრესრელიზებში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მაჩვენებელი რეკორდულია და დივერსიფიკაციის დინამიკა ნარჩუნდება.
2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 1 157 347 ვიზიტი შედგა, საიდანც 938 644 ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია.
EU-ზე საერთაშორისო ვიზიტების 6% მოდის - ლიდერი პოლონეთი და გერმანიაა