საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადა, რომ ის და EU-ს წევრი ქვეყნების ელჩები დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას.
დიპლომატის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვნია საქართველოს მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის ინფორმაციის გაცვლა მჭიდრო რეჟიმში მიმდინარეობდეს, რადგანაც საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების დრო ახლოვდება.
„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ვუახლოვდებით გადამწვეტ პერიოდს, ევროკომისია ოქტომბერში გაასაჯაროვებს გაფართოვების შესახებ ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.