მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის გაზის რეზერვები თითქმის 90%-ითაა შევსებული

გაზი

ბუნებრივი აირის მარაგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ხელმძღვანელობა განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც ჩანს, ევროკავშირის რეზერვები ამჟამად თითქმის 90%-ითაა შევსებული, რაც 93 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტოლფასია.

აღნიშნული მოცულობა ევროკავშირის წლიური მოთხოვნის 30%-ის დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი, რაც იმას ნიშნავს, რომ EU ზამთრისთვის მზად არის. ეროვნულ დონეზე უდიდესი რეზერვები გერმანიას, შვედეთს, იტალიას და ავსტრიას აქვთ.

ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკომისია მიზნად ისახავს, რომ დეკემბერში გაზსაცავები მაქსიმალურ ნიშნულამდე იქნეს შევსებული.

ზოგადად, გაზის რეზერვებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ზამთრის პერიოდში, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასები იზრდება და აგრეთვე იმატებს იმის რისკიც, რომ მიწოდების შეზღუდვამ ბაზარზე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს, როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომის საწყის პერიოდში მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები