მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ღირებულებები მოლაპარაკებას არ ექვემდებარება - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება მხოლოდ ძირითადი ღირებულებების და პრინციპების დაცვის საფუძველზე შეიძლება მოხდეს.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს ერთპარტიულ სახელმწიფოში, სადაც ძირითადი ღირებულებები დაცული არაა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.

„თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების საფუძველზე, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელმწიფოში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ შეუძლიათ თავისუფლად მუშაობა, არ არის მედიის თავისუფლება, თითოეული ადამიანის უფლებები არ არის დაცული, მაშინ არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ, ევროკავშირის წევრებს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეუერთდება ევროკავშირს ძირითადი პრინციპების დარღვევით, ეს ღირებულებები არ ექვემდებარება მოლაპარაკებას“,- თქვა ელჩმა.

მისივე თქმით, არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს და ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

"ქართველებო, ძალა თქვენს ხელშია. თქვენ გადაწყვეტთ საკუთარ მომავალს და რა თქმა უნდა ჩვენ, ევროკავშირი პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას, თუმცა თუ გსურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ძირითადი ღირებულებები, პრინციპები დაცული უნდა იყოს",- თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები