ევროკავშირში ეკოსისტემის აღდგენის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ ჩავარდა მას შემდეგ, რაც 8 სახელმწიფომ, მათ შორის უნგრეთმა და იტალიამ, ინიციატივის მხარდაჭერა გააუქმეს.
კანონპროექტი, რომელიც ორი წელია მზადდება და ეკოსისტემისთვის ათეულობით წლის განმავლობაში მიყენებული ზიანის გამოსწორებას ისახავს მიზნად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს 25 მარტს უნდა დაემტკიცებინათ. თუმცა, ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ იგი უმრავლესობის ხმებს ვერ მოაგროვებდა.
ევროკომისარი ვირგინიუს სინკევიჩუსი ბლოკის წევრებს აფრთხილებს, რომ კანონპროექტის თაროზე შემოდება ევროკავშირის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება და სერიოზულ კითხვებს გააჩენს ბლოკის სტაბილურობის შესახებ.
ევროპის მასშტაბით ფერმერების პროტესტის პარალელურად, ევროკავშირის გარემოსდაცვითი დღის წესრიგი კვლავ გაუმართავია. მწვანე რეგულაციები კი გამკაცრების ნაცვლად, რბილდება.
ორშაბათს, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, კანონპროექტს შვედეთმა, ნიდერლანდებმა და იტალიამ მხარი არ დაუჭირეს. კენჭისყრის ბედი კი უნგრეთის ხმამ გადაწყვიტა, რომელმაც, მიუხედავად ევროპარლამენტში გაცხადებული მხარდაჭერისა, ინიციატივა უარყოფითად შეაფასა.