ამ წუთებში ევროკავშირს ლიდერები ბრიუსელში მსჯელობენ. 2024 წლის მიწურულს ევროპელი ლიდერების წინაშე რამდენიმე ამოცანაა. მათ ყველა განზომილებაში უნდა განიხილონ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და მიგრაციის საკითხები.
კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით მოიაზრება მსჯელობა საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე.
ევროკავშირის ლიდერების შეკრებას ამ კვირაში წინ უძღოდა მსჯელობა ევროპულ საბჭოში, სადაც თბილისში მიმდინარე პროტესტის და აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კვალიფიციურმა უმრავლესობამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას დაუჭირა მხარი და მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო აქტიურად არის საუბრები რომ საჭიროა პერსონალური სანქციები, ამ ტიპის ტიპის სანქციებზე შეთანხმებას ევროკავშირი ჯერ ვერ მიაღწიეს...
დღევანდელ დღეს წინ უძღოდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს გააქტიურებისკენ მოუწოდა - ეს ეხება ევროპას. პირველყოვლისა, ევროპის სანდოობას. ევროპამ არ უნდა დაუშვას, ყველა დემოკრატიული წესისა და ნორმის გათელვის უფლება მისცეს ქვეყანას, რომელმაც სულ ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი" - თქვა სტრასბურგში ჩასულმა ზურაბიშვილმა.
ამ ფონზე საქართველოში მართავს ვიზიტებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, რომელიც გუშინ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა რაზე ისაუბრეს მხარეებმა არც ერთ მხარეს არაფერი უთქვამს.
ეს ყველაფერი კი საქართველოში საკამათო არჩევნების, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნის, დასავლეთთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობების და „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე ხდება... საზოგადოების ნაწილში სულ აქტუალურია შიში, რომ „ოცნებამ“ პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მოატრიალა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რას კარგავს ქვეყანა და რა ბერკეტები გვაქვს ვითარების შესაცვლელად?
სტუმარი: ეკა სირაძე - დელონე - საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში;