მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის მინისტერიალისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს - კახა კალაძე

კალაძე
24.02.25 13:57
647

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო.

„ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლო გადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების შეხვედრისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა ყველას თავისი პრობლემა აწუხებს, და ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვზრუნავთ. შესაბამისად, დავაკვირდებით პროცესებს - რეალურად იქნება თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში. ამას როგორ დავინახავთ? რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები