მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? - გახსნან - კალაძე EU-ის ელჩს პასუხობს

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები თავად შეწყვიტა და ხელისუფლების გუშინდელ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია. ამის შესახებ მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით. ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო? გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა, თუ მოლაპარაკებები შეჩერებული იყო დღემდე, არ მესმის. მართლა ვამბობ, თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? - გახსნან. რა არის პრობლემა ამაში? ხომ ამბობენ, რომ რუსულ საქმეს ვაკეთებთ? გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება? აბა, სინჯონ, გააკეთონ. გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება. ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს აზრს, რომ პირველ რიგში საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებია.

„თქვენ, კოლექტიურ რადიკალებს მოგიწევთ ერთ რამეზე შეგუება, რაც ძალიან მძიმეა თქვენთვის - საქართველო არ არის ტერიტორია. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ. ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა. მოგიწევთ ამაზე შეგუება“, - აღნიშნა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა.

"გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ნამდვილად სამწუხაროა" - ჰერჩინსკი

EU-ის წევრები 16 დეკემბერს იმსჯელებენ... ყველა ვარიანტი განიხილება, უვიზო რეჟიმის შეჩერების ჩათვლით - ელჩი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები