მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებდით, არჩევნები პოზიტიურ იმპულსს მისცემდა EU-საქართველოს ურთიერთობებს - ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან ნათლად გამოიხატა სურვილი, რომ საქართველო წევრი გახდეს, თუმცა ნებისმიერმა ქვეყანამ, ვისაც ევროინტეგრაცია სურს, წესები და პრინციპები უნდა დაიცვას.

მან ჟურნალისტებთან იმ ნეგატიურ პროცესზე ისაუბრა, რამაც საქართველოს გაწევრიანების შეჩერება გამოიწვია და აღნიშნა, რომ არსებობდა გარკვეული მოლოდინები არჩევნების პოზიტიურ გავლენაზე EU-საქართველოს ურთიერთობებში. თუმცა, მისივე თქმით, არჩევნებზე იყო სერიოზული დარღვევები.

"ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, ვისაც სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ჩვენს ოჯახს შემოუერთდეს, ეს ყველაფერი უნდა დაიცვას. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, მას შედეგ რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ბევრი რამ მოხდა, რაც საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებდა, არამედ, პირიქით. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რა უნდა გაკეთდეს. 9 ნაბიჯი იყო სახელმძღვანელო საგზაო რუკა საქართველოსთვის ევროკავშირთან დასაახლოებლად. გასული ერთი წლის განმავლობაში, არ მოხდა საკმარისი პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, პირიქით, ამ 9 ნაბიჯიდან ბევრთან დაკავშირებით უკუსვლა გვქონდა. დამატებით, ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის წესებსა და პრინციპებს. ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა გრძელდება, ბევრი შეთქმულების თეორია, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრებისგან. ყველაფერმა ამან, სამწუხაროდ მიგვიყვანა წერტილამდე, სადაც ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს მოხდა ივნისში, ნახევარი წლის წინ, მაგრამ ველოდებოდით არჩევნებს და იმედი გვქონდა, რომ არჩევნები პოზიტიურ იმპულსს მისცემდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ იყო სერიოზული დარღვევები, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს და ახლა, გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობ ნამდვილად სამწუხაროა“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ წინ, საქართველოს მთავრობამ კი განაცხადა, რომ გაწევრიანების ძალისხმევას 4 წლით აჩერებს, რაც ძალიან სამწუხაროა.

"ჩვენ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისთვის. უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ წინ. გუშინდლიდან მოყოლებული დეკლარირებულად ვიცით, რომ საქართველო წყვეტს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ხანგრძლივი 4 წლით, რაც უკიდურესად სამწუხარო და იმედგამაცრუებელია. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა.

ჩემი გზავნილია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ჩვენ დავიცდით, ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი გადასაწყვეტია საით გსურთ სვლა",- განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები