მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ნახშირბადის ტარიფი გლობალური ჩართულობის გარეშე ნაკლებად შედეგიანი იქნება - ADB-ის კვლევა

ევროკავშირი
26.02.24 10:57
366

ევროკავშირის იმპორტის გადასახადი, ნახშირბადის გამომყოფ პროდუქტებზე, კლიმატის ცვლილებაზე სავარაუდოდ ნაკლებად შედეგიანი იქნება და მხოლოდ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებზე მცირედ ნეგატიურ გავლენას მოახდენს, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვლევაში.

ევროკავშირის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM), რომლის ძალაში შესვლა 2026 წლისათვის იგეგმება, იმპორტის გადასახადს ისეთ პროდუქტებს დაუწესებს, როგორიცაა ლითონი, ცემენტი და ელექტროენერგია, მათი წარმოების პროცესში გაფრქვეული CO2-ის რაოდენობის მიხედვით. გადასახადის მიზანია „ნახშირბადის გაჟონვის“ შემცირება, რაც შედეგად მოჰყვება გარემოს დამბინძურებლების წარმოების გადატანას მკაცრი რეგულაციების ან ნახშირბადზე მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებიდან ნაკლებად მკაცრი რეგულაციებისა და დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებში.

სტატისტიკური მოდელირება აჩვენებს, რომ CBAM ნახშირბადის მსოფლიო ემისიას სავარაუდოდ 0.2%-ზე ნაკლებით შეამცირებს იმ მოცემულობებთან შედარებით, როცა ნახშირბადის ტარიფი არ არსებობის და ემისიებით ვაჭრობა ერთ მეტრ ტონა ნახშირბადზე 100 ევროს (108 აშშ დოლარი) შეადგენს. ამავდროულად, გადასახადებმა შესაძლოა შეამციროს ევროკავშირში ექსპორტი დაახლოებით 0.4%-ით, ხოლო აზიიდან ევროკავშირში ექსპორტი 1.1%-ით, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტიულობაზე, ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ აზიის ეკონომიკური ინტეგრაციის (AEIR) 2024 წლის ანგარიშში.

“ნახშირბადის სატარიფო ინიციატივების მათ შორის CBAM-ის ფრაგმენტულობა დარგებისა და რეგიონების მიხედვით, მხოლოდ ნაწილობრივ შეზღუდავს ნახშირბადის გაჟონვას,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „მსოფლიოში ნახშირბადის ემისია მნიშვნელოვნად რომ შემცირდეს და კლიმატის ცვლილებისკენ გადადგმული ნაბიჯებიც ეფექტიანი და მდგრადი იყოს, ნახშირბადის სატარიფო ინიციატივები ევროკავშირის მიღმა, სხვა რეგიონებშიც უნდა გავრცელდეს, განსაკუთრებით აზიაში.“

აზიის ქვერეგიონები, რომლებზეც ნახშირბადის მაღალი გაფრქვევით წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის დიდი წილი მოდის, კონკრეტულად კი ცენტრალური და დასავლეთი აზია, მეტად დაზარალდებიან CBAM-თა და ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემით. მოსალოდნელი სადისტრიბუციო ზემოქმედების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აზიის ეკონომიკებზე, რიგიანი წახალისების მექანიზმებია საჭირო ნახშირბადის ფასდადების ფართო გავრცელების წასახალისებლად, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების დეკარბონიზაციის მიზნით. ამ წყაროებიდან გაფრქვეული ნახშირბადი ყველა სხვა წყაროებთან შედარებით სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით აზიაში. სხვა რეკომენდაციებთან ერთადაა მიზნობრივი სტრატეგიების დანერგვა, რომელიც კლიმატმეგობრული პროდუქციისა და მომსახურებების დანერგვას შეუწყობს ხელს; ასევე გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და სტანდარტების ხელშეწყობა და მთავრობებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების მხარდაჭერა მწვანე ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განხორციელებაში. ანგარიში ასევე მოუწოდებს გლობალური თანამშრომლობისკენ ყველასათვის მისაღები პასუხისმგებლობის მექანიზმების შესაქმნელად, რაც შედეგიანად აღრიცხავს ნახშირბადის გაფრქვევის რისკებს წარმოებასა და სერვისებში.

სხვა მთავარ მიგნებებთან ერთად, AEIR 2024 აჩვენებს, რომ გლობალური ფრაგმენტულობის რისკების მიუხედავად, აზიაში გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების რეგიონალიზაცია განვითარდა, ანგარიში ვერ ხედავს წინაპირობას, რომ სხვა ქვეყნებში გადატანილი საწარმოები აზიასა თუ მსოფლიოში დაარსების ადგილებს დაუბრუნდება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.