მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024” განაცხადების მიღება გრძელდება

საქართველო
23.07.24 10:44
179

კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“ მიმდინარეობს განაცხადების მიღება. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

წელს კონკურსი გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში გამოავლენს:

  1. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  4. საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  6. საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  7. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს.
შეავსე განაცხადის ფორმა
იხილე კონკურსის წესები

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართულ მედიაში.

2024 წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში აღარ გაიცემა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აქართველოში (EUMM) აქცენტი გადააქვს დამწყები ჟურნალისტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონფლიქტების გაშუქების სფეროში. ახლად შემუშავებული პროექტების მეშვეობით, რომლებიც კონკრეტულად ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვისაა გამიზნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს შეუწყობს ამბების გაშუქებას ისე, რომ წაახალისოს თემებს შორისნდობის ჩამოყალიბება და მშვიდობა, რაც მისიის მანდატის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები