ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში ევროზონის მასშტაბით საცხოვრებელი სახლების ფასებმა 7.3%-ით მოიმატა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკის სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ზრდა რეკორდულია 2006 წლის შემდეგ.
ევროსტატის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების ფასი მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 2.7%-ით არის გაზრდილი, ამასთან ფასების ყველაზე დიდი ზრდა ესტონეთში (+16.1%), დანიასა (15.6%) და ჩეხეთში (14.5%) ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, უძრავ ქონებაზე ფასები მხოლოდ კვიპროსში შემცირდა (-4.9%).
ევროკავშირის TOP-6 ქვეყანა, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:
1. ესტონეთი - უძრავი ქონების ფასი ზრდა 16.1%
2. დანია - უძრავი ქონების ფასი ზრდა 15.6%
3. ჩეხეთი - უძრავი ქონების ფასების ზრდა 14.5%
4. ლატვია - უძრავი ქონების ფასების ზრდა 6.7%
5. სლოვენია - უძრავი ქონების ზრდა 4.5%
6. ავსტრია - უძრავი ქონების ზრდა 4.2%.