მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის რომელი ქვეყანა ხარჯავს ყველაზე მეტს განათლებაზე? - Eurostat

eu

ევროსტატის უახლესი მონაცემებით, ევროკავშირში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6%-ს შეადგენს, თუმცა რამდენიმე ქვეყნის მაჩვენებელი საშუალო ნიშნულს აღემატება.

2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, განათლებაზე ყველაზე მეტს - მშპ-ის 6.86%-ს - შვედეთი ხარჯავს. მას მოსდევს ბელგია (6.18%) და ფინეთი (5.96%).

საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ ასევე დანიას (5.87%), საფრანგეთს (5.33%), ნიდერლანდებსა (5.18%) და ავსტრიას (5.13%).

რეიტინგის ბოლოშია რუმინეთი, რომელიც განათლებას მშპ-ის მხოლოდ 2.89%-ს ახმარს; შემდეგ მოდიან ხორვატია (3.09%), საბერძნეთი (3.38%) და უნგრეთი (3.39%). ევროსტატის ცნობით, ირლანდიისა და ესტონეთის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

ევროკავშირის მასშტაბით, 2022 წელს დაფიქსირებული 4.6%-იანი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წელთან (5.0%) შედარებით - 0.4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან, ანუ მონაცემების აღრიცხვის დაწყებიდან, ხარჯების ყველაზე მაღალი დონე სწორედ 2020 წელს დაფიქსირდა.

მონაცემების თანახმად, ევროკავშირის დონეზე ხარჯების ყველაზე დიდი წილი უმაღლეს განათლებაზე ნაწილდება (მშპ-ის 1.2%), ხოლო ყველაზე მცირე - სკოლამდელ განათლებაზე (0.6%).

ქვეყანა განათლებაზე დანახარჯები (მშპ-ის %)
შვედეთი 6.86
ბელგია 6.18
ფინეთი 5.96
დანია 5.87
საფრანგეთი 5.33
ნიდერლანდები 5.18
ავსტრია 5.13
სლოვენია 4.96
გერმანია 4.79
კვიპროსი 4.73
სლოვაკეთი 4.66
პორტუგალია 4.53
ბულგარეთი 4.50
ესპანეთი 4.42
პოლონეთი 4.31
ჩეხეთი 4.29
ლატვია 4.13
იტალია 4.07
ლიეტუვა 4.07
მალტა 4.06
ლუქსემბურგი 3.74
უნგრეთი 3.39
საბერძნეთი 3.38
ხორვატია 3.09
რუმინეთი 2.89
ესტონეთი n/a
ირლანდია n/a

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები