ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა.
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.
"მზად ვართ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის", - ინფორმაციას X-ზე ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.