ამ ყველაფერს ძალიან მარტივად მოვაგვარებთ - შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზას და წავალთ შესაბამის ქვეყანაში - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, იმის შესახებ იღებს თუ არა ის უნგრეთში ხშირი ვიზიტებისას ვიზას.
მისივე თქმით, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.
"მახსოვს, სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთსა და იმავე ობიექტს 5-ჯერ და ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილის სტანდარტია, „ნაცმოძრაობის“ სტანდარტი, უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია
ჩვენთვის საერთოდ აღარ არის ეს საკითხი საინტერესო, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებს, სრულ განუკითხაობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი“, - აღნიშნა პრემიერმა.




























