მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატები შეიცვლებიან" - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატები შეიცვლებიან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ისინი შეიცვლებიან. ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება. საუბარია თავად ევროკავშირის მიმართ მათ დამოკიდებულებაზეც. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციებს — ეკონომიკურ პროცესებს, იდენტობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. დაახლოებით 20 წლის წინ ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი აქტორი იყო. ევროკავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელს აღემატებოდა. ევროკავშირის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თუ დღევანდელ მაჩვენებლებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ხოლო ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით უკვე ევროკავშირის დონეს უახლოვდება. ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს. ჩვენ ვხედავთ ძალიან ნეგატიურ ტენდენციებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლება. ამ საკითხში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები