მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა ომის წლისთავზე სანქციების მე-10 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია

63f9c94c742f4
მარიამ ვარადაშვილი
25.02.23 12:49
861
ომის წლისთვაზე ევროკავშირმა სანქციების მე-10 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ შეთხმება მოხდა სანქციების ყველაზე ძლიერ პაკეტზე, რომელიც გავლენაც უფრო მართომასშტაბიანი იქნება. ევროკავშირის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი უკრაინის გვერდით იქამდე იქნებიან, სანამ საჭიროა.

სანქციების ახალი პაკეტი სხვადასხვა სექტორში ვაჭრობის შეზღუდვას, ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს, მათ შორის დრონების, ვერტმფრენებისა და რაკეტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. ჯამში სავაჭრო შეზღუდვა დაახლოებით 11 მილიარდი ევროს მოცულობის საქონელს შეეხება.

ამას გარდა, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, ინფორმაცია მიაწოდონ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების შესახებ. როგორც Bloomberg წერს, ბანკებიდან ევროკავშირი შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია რუსეთის ცენტრალური ბანკის ან სხვა სანქცირებული ბანკების აქტივების შესახებ. "ამით ევროკავშირი პირველ ნაბიჯებს დგამს რუსეთის დასავლეთში არსებული აქტივების აღრიცხვის მიმართულებით, რისი უკრაინისთვის გადაცემაზეც დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა", - წერს გამოცემა.

ამას გარდა, პირველად ევროკავშირის სანქციები მესამე ქვეყანაზე, ირანზეც გავრცელდება. კერძოდ, დასანქცირდება შვიდი ირანული კომპანია, რომლებიც რუსეთთან ომის დროს თანამშრომლობენ, რაც რუსეთისთვის დრონების გადაცემაში გამოიხატება, რომლებსაც თავის მხრივ, რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებს.

მე-10 პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნასაც, მათ შორის Alfa ბანკი და Tinkoff ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები