მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა Paramount-ისა და Warner Bros-ის $110-მილიარდიანი გარიგება დაამტკიცა

Paramount WBD

Paramount Skydance-მა Warner Bros. Discovery-ის $110 მილიარდად შეძენის თაობაზე ევროკომისიის ანტიმონოპოლიური დეპარტამენტისაგან თანხმობა მიიღო. როგორც ირკვევა, ევროპული რეგულატორისგან “მწვანე შუქის ასანთებად” კომპანია Universal Pictures-თან ერთად ევროპაში გახსნილი ერთობლივი სადისტრიბუციო საწარმოს დახურვას დათანხმდა. Reuters-ის ცნობით, ევროკომისიის კონკურენციის ორგანოსგან გარიგებაზე თანხმობა კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც Paramount-მა პასუხისმგებლობა აიღო, რომ მომდევნო 13 თვეში United International Pictures-სთან ერთად ერთობლივ საქმიანობის შეწყვეტს.

ამასთან, Paramount Skydance-მა აიღო კიდევ ერთი ვალდებულებაც იკისრა - ის მომდევნო 10 წლის განმავლობაში Universal Pictures-თან ევროპულ ბაზარზე სადისტრიბუციო შეთანხმებას არ გააფორმებს. ევროკომისიის შეფასებით, ეს პირობები საკმარისია, რათა ახალმა მედიაგიგანტმა ბაზარზე არსებული ბალანსი არ დაარღვიოს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ გარიგება ბევრად სერიოზული სამართლებრივი ბარიერების წინაშე დგას. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ პროექტის დამტკიცების მიუხედავად, კალიფორნიის შტატის ხელმძღვანელობით შექმნილმა 12 შტატის კოალიციამ WBD-სა და Paramount-ის გარიგება გაასაჩივრა. მოსამართლემ კი შერწყმის პროცესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. შტატების პროკურორები აცხადებენ, რომ კინოინდუსტრიის ისტორიაში უდიდესი შერწყმა ბაზარზე კონკურენციას მკვეთრად შეამცირებს, ფასებს გაზრდის და საბოლოოდ მომხმარებლების ინტერესებს დააზიანებს.

საყურადღებოა, რომ პროცესის გაჭიანურება Paramount Skydance-ს ფინანსურად მძიმედ დააწვება, რადგან თუ გარიგება 30 სექტემბრამდე არ ჩაიხურა, მას ყოველ შემდგომ დაგვიანებულ დღეზე Warner Bros-ის აქციონერებისთვის დაახლოებით $7 მილიონის გადახდა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები