მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა. სანქციების გაგრძელებას მხარი უნგრეთმაც დაუჭირა იმ მიზნით ბლოკის წარმომადგენლები დაამტკიცებენ განცხადებას ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ.

კერძოდ, ევროგაერთიანება ყოველთვის გადადგამს ნაბიჯებს, მაშინ როცა მისი წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გარედან საფრთხე დაემუქრება.

მოქმედი წესებით, ევროკავშირი სანქციების ვადას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახანგრძლივებს და ამისთვის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

აქამდე უნგრეთი ბლოკავდა იმ სანქციათა გახანგრძლივებას, რომლებსაც ვადა იანვრის ბოლოს ეწურებოდა. ქვეყნის პრემიერი ვიქტორ ორბანი გამოდიოდა წინადადებით ევროკავშირი დალოდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ამოქმედებას, თუმცა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ მას სურს რუსეთზე ზეწოლა რომ აიძულოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს. შემდეგ ბუდაპეშტი ასევე აკრიტიკებდა უკრაინულ მხარეს რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები