ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი მოამზადა. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკისთვის უფრო დიდი ზიანის მიყენებაა. ახალი პაკეტის მოიცავს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რომლის ოდენობა წლიურად 4.3 მილიარდ დოლარს აღწევს.
“ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა”-აცხადებს ფონ დერ ლაიენი. ამას გარდა, ევროკომისია გეგმავს, რუსეთის ოთხ ყველაზე მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB-ის, ყველა სახის ტრანზაქცია აუკრძალოს. პაკეტი მოიცავს რუსეთის გემების ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვასაც.
რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციას ევროკავშირმა სანქციებით უპასუხა. სანქციების პირველი პაკეტი რუსეთმა ომის დაწყებამდე, დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კი მეორე პაკეტი დამტკიცდა. ამის შემდეგ ევროგაერთიანებამ სანქციების რამდენიმე პაკეტი კიდევ მიიღო. ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამისთვის აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა.




























