TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი, ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური ქსელი X და ჯავშნების ონლაინპლატფორმა Booking.com-ი ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. საქმე ის არის რომ, შესაძლოა, ევროკავშირმა ამ კომპანიებს სპეციალური სტატუსი მიანიჭოს, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიაში მათ კოლოსალურ გავლენას უკავშირდება.
როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კომპანიები ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ ინდუსტრიას, ამიტომაც მათ დასარეგულირებლად ტრადიციული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საკმარისი არ არის და ახალი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩარჩოს, რომელიც ევროკავშირში დიდი ტექნოლოგიური კომპანიების დასარეგულირებლად შეიქმნა, ციფრული ბაზრების აქტი ეწოდება. ეს დოკუმენტი ისეთ კომპანიებს ეხებათ, რომელთაც, ერთი მხრივ, 45 მილიონზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავთ, ხოლო, მეორე მხრივ, მათი საბაზრო კაპიტალიზაცია 75 მილიონ ევროპს აღემატება. დოკუმენტის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ამ განმარტებას ერგებიან, ვალდებულნი არიან საკომუნიკაციო პლატფორმები ღია გახადონ.