მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკის სოციალურ ქსელ X-ს საბანკო სერვისიც დაემატა - როგორია პირობები?

x money

მიმდინარე კვირის დასაწყისში ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა აშშ-ში მყოფი ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვინც ფასიან Premium და Premium+ პაკეტებს ფლობს, საბანკო სერვისი - X Money აამუშავა - ეს მულტიმილიარდერი ბიზნესმენის იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად პლატფორმის ე.წ. "ყველაფრის აპლიკაციად" (everything app) გარდაქმნას ისახავს.

X Money მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განათავსონ დეპოზიტები, განახორციელონ პირდაპირი გადარიცხვები (P2P), გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ საბანკო ტრანზაქციები და გაგზავნონ ჩეკები უშუალოდ X აპლიკაციიდან.

დეპოზიტები ნიუ-ჯერსიში ბაზირებულ Cross River Bank-ში განთავსდება, რომელსაც არაერთი ფინტექ აპლიკაცია იყენებს. აღნიშნული დეპოზიტები აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) მიერ 250 000 დოლარამდეა დაზღვეული.

მასკი წლებია აცხადებს, რომ მას სურს X ჩინურ WeChat-ს დაამსგავსოს. WeChat-ი, რომელიც მიმოწერას, შოპინგსა და საგადასახადო სერვისებს აერთიანებს, ჩინეთში სამომხმარებლო ხარჯების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია.

X Money-ს დეპოზიტებზე წლიური საპროცენტო სარგებელი 6%-მდე იქნება. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება აშშ-ის ყველაზე კონკურენტუნარიანი მაღალშემოსავლიანი საანაბრო ანგარიშების საპროცენტო განაკვეთს (რომელიც 4-დან 5%-მდე მერყეობს) და ბევრად სცილდება მსხვილი ტრადიციული ბანკების თითქმის ნულოვან განაკვეთებს.

კომპანიის განმარტებით, Premium+ პაკეტის მფლობელები მაქსიმალურ საპროცენტო სარგებელს პირდაპირ მიიღებენ, ხოლო Premium მომხმარებლებისთვის გარკვეული წინაპირობების შესრულება იქნება საჭირო.

აღნიშნული სერვისის გაშვებით X პირდაპირ კონკურენციას ისეთ ცნობილ საგადასახადო აპლიკაციებს გაუწევს, როგორებიც PayPal-ის Venmo, Block-ის Cash App და SoFi არიან, რისთვისაც ის საკუთარ მილიონიან სამომხმარებლო ბაზას გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები