მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა Temu-ს და Shein-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Temu და Shein

ევროპულმა კომისიამ ჩინური ონლაინმაღაზიების, Temu-ს და Shein-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ევროკავშირს სურს დარწმუნდეს, ხომ არ არღვევენ ჩინური კომპანიები “ციფრული სერვისების აქტს”, რომლითაც გაერთიანება უზომოდ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიების არეგულირებს. ამ ეტაპზე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ინტერესდება, თუ როგორაა მოწყობილი პლატფორმებზე საძიებო სისტემა, რამდენად გამჭვირვალე არის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების წარმომავლობა და როგორ იცავენ კომპანიები მცირეწლოვანთა უფლებებს.

ევროკავშირის ეს გამოძიება მომხმარებელთა უფლებების დამცველთა დიდი ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო, ხოლო თავად ეს საქმე პირდაპირ კავშირშია იმ წარმოუდგენელ ზრდასთან, რომელიც ჩინურმა ონლაინმაღაზიებმა ბოლო წლებში ევროკავშირში განიცადეს. ამ ჯგუფმა პლატფორმების აქტიურობა თავად შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ჩინური კომპანიები სხვადასხვა მანიპულაციურ ტექნიკას იყენებენ, ხოლო მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ისევე, როგორც პროდუქტების მიკვლევადობისა და თავად პლატფორმის ოპეპერირების სტანდარტები არც თუ ისე გამჭვირვალეა.

საინიციატივო ჯგუფის ამ დასკვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ანუ საუკეთესო შემთხვევაში ის ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული. მთავარი გადაწყვეტილება თავად ევროკავშირმა უნდა მიიღოს და თუ დარღვევები დადასტურდა, ჩინური ონლაინმაღაზიებს დიდი ჯარიმების გადახდა დაეკისრებათ, რადგან “ციფრული სერვისების აქტი” საკმაოდ მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოდ ითვლება. აღნიშნული კანონმდებლობა მიმდინარე წლის მარტში შევიდა ძალაში, ანუ ტექნოლოგიურ გიგანტებთან ბრძოლა ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მიმართული “ციფრული ბაზრების აქტი” ევროკომისიამ გასული წლის სექტემბერში მიიღო. ამ დოკუმენტის მიზანი Apple-ის, Amazon-ის, Google-ის, Meta-ს, Microsoft-ისა და ByteDance-ის მსგავსი უზომოდ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის შეზღუდვაა. შედეგად, ამ კომპანიებს სპეციალური სტატუსი მიენიჭათ, რადგან, როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კომპანიები ინდუსტრიის უდიდესი მოთამაშეები არიან და ჩვეულებრივ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ნაკლებად ემორჩილებიან, რის გამოც მარეგულირებელმა ახალი ჩარჩო შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები