მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა უკრაინას სარეკონსტრუქციო დახმარება შეუმცირა - რა გახდა მიზეზი?

ევროკავშირი
BM. GE
29.07.25 16:45
541

ევროკომისიამ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების მე-4 ტრანში ნაწილობრივ შეამცირა.

თავდაპირველად ომში მყოფ ქვეყანას €50 მილიარდი ევრო უნდა მიეღო, თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმების გადავადების გამო, სრული ბიუჯეტიდან სარეკონსტრუქციო ხარჯებზე გამოყოფილი $4.5 მლრდ-დან დახმარება €3.05 მილიარდს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოყოფილი თანხების მოცულობა €1.5 მილიარდით შემცირდა.

უკრაინის ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი 16 რეფორმის გატარება დათქმულ დროში ვერ მოახერხა. 6 ივნისისთვის დადგენილი “დედლაინისთვის” ქვეყანას სრულფასოვნად მხოლოდ 13 მოთხოვნა ჰქონდა დაკმაყოფილებული. განსაკუთრებით პრობლემური სასამართლო რეფორმის განხორციელება, დეცენტრალიზაციის გაზრდა და კორუფციის აღმოფხვრა აღმოჩნდა.

ოფიციალურ ბრიუსელში აღნიშნეს, რომ დარჩენილი რეფორმების განსახორციელებლად უკრაინას კიდევ 12 თვე ექნება და თუ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ქვეყანას დანარჩენი დაფინანსებაც გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები