ევროკავშირში კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი აცრილ მოქალაქებს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაურონ თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე კარანტინის და კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე.
დოკუმენტზე დატანილია ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის შესახებ, ასევე კოვიდ-ტესტის პასუხების შესახებ და ანტისხეულების არსებობის დამადასტურებული დოკუმენტის შესახებ.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, ყველა კოვიდ-პასპორტიანის მოგზაურობა კარატინის გარეშე უზრუნველყონ.
ცნობისთვის, კოვიდ-პასპორტის აღების შესაძლებლობა არამხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ, არამედ რეზიდენტ პირებსაც, რომლებიც ბლოკის რომელიმე წევრ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობენ.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პასპორტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდანაც.
ავიაკომპანიები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული სისტემა ევროპის ტერიტორიაზე ავიარეისების აღდგენას შეუწყობს ხელს.