ევროპის ქვეყნებში, უძრავ ქონებაში ან ბიზნესში ინვესტიციებისთვის გაცემული "ოქროს ვიზების" რაოდენობა სწრაფად იზრდება.
2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით წელს საბერძნეთსა და პორტუგალიაში გაცემული "ოქროს ვიზების" რაოდენობა 127%-ითაა გაზრდილი.
"ოქროს ვიზები" უცხოელებს საშუალებას აძლევს მიიღონ ევროკავშირში ბინადრობის ნებართვა, მოგვიანებით კი მოქალაქეობა ადგილობრივ უძრავ ქონებაში ან ფინანსურ აქტივებში გარკვეული თანხის ინვესტიციით.
2011 წლიდან 2019 წლამდე ამ პროგრამებით 132 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა. ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წევრებმა ევროკავშირის ქვეყნებს ამ პროგრამების დახურვისკენ მოუწოდეს. ეს ზომები უკვე მიიღეს ირლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ პროგრამის მეშვეობით ევროპის მასშტაბით "ოქროს სავიზო" ქვეყნებმა დაახლოებით 25 მილიარდი ევრო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღეს.