2024 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში საქართველოდან 259 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით ანუ 139 მილიონი დოლარით ნაკლებია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში $19 მილიონის სპილენძის მადნები გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით, ანუ $160 მილიონი დოლარით ნაკლებია. სპილენძის მადნების გარდა EU-ში შემცირდა აზოტოვანი სასუქებისა და თხილის ექსპორტიც.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი EU-ში:
1) აზოტოვანი სასუქები - $22.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 12%;
2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $19.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 89%;
3) თხილი და კაკალი - $19.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 7%;
4) ნავთობი და ნავთობპროდუქტები (რეექსპორტი) - $17.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45,000%;
5) ღვინის ექსპორტი - $16.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 13%.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა არ შედის.