მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ძალიან რეალურია - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

608a8b8041836
BM.GE
29.04.21 14:31
625
ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს აზრით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ძალიან რეალურია.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის და ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია.

„საქართველოს სჭირდება ახალი მამოძრავებელი ძალა (DRIVE), არ იყოს მძევალი ერთი ან სხვა პერსონალიების, არამედ შექმნას ახალი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერშიფით.

ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთოს განაცხადი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების და პარლამენტარიზმის ლიდერი იყოს. უარი თქვას წარსულ ტრადიციაზე პოლიტიკაში, მათ შორის ვგულისხმობ სიძულვილის ენას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ - როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ამ მიზნებს მიაღწიონ საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ახალი თაობა მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან, მათ ესმით ეს მიზნები, განაცხადეს, რომ არიან პროევროპელები და ევროატლანტიკური გზა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ეს მიზანი გააერთიანებთ პოლიტიკურ პარტიებს. მიუხედავად განსხვავებული ხედვისა მომავლის და ზოგიერთი შიდა საკითხის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური საკითხების ირგვლივ გაერთიანება“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები