მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში თხილის ექსპორტს პრობლემა არ შეექმნება - ალექსანდრე მოწერელია

5f17016445813
ინგა მურუსიძე
22.07.20 09:45
1170
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ თხილის ექსპორტს ევროკავშირში პრობლემა არ შეექმნება, - ამის შესახებ მოწერელიამ  bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

„თხილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ წელს 55 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. ორი წლის წინ მოსავალი მთლიანად ფაროსანამ გაგვინადგურა, თუმცა დავაარსეთ თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც 25 ათასი წევრს აერთიანებს. ყველას დავურიგეთ შესაწამლი აპარატი, გადავუმზადეთ კადრები და წელს ველოდებით ეკონომიკურ ეფექტს. თხილი არის პროდუქტი, რომელიც უნდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე და მას უნდა მიყვეს სხვა პროდუქტებიც“, - განაცხადა მოწერელიამ.

მისივე თქმით, ამჟამად, ქართულ თხილს გასული წლის უხარისხობის გამო პოზიციები დაკარგული აქვს, თუმცა მოწერელიას იმედი აქვს, რომ ამ პოზიციებს მალე აღიდგენს.

„თხილი უპრობლემოდ გავა ევროკავშირში. ეს საეჭვო არ არის. თხილი არ არის პროდუქტი, რომელსაც შექმნილი ვითარება დაამძიმებს. აქ არის ერთადერთი პრობლემა, ჩვენ უხარისხობის გამო დავკარგეთ პოზიციები ევროკავშირის ბაზარზე და წელს, როდესაც მაღალი ხარისხის თხილი გვექნება, ეს პოზიციების დაბრუნებაში დაგვეხმარება. შესაძლოა, ამის გამო მცირე შეფერხებები იყოს, თუმცა აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს პოზიციებს“, - ამბობს გუბერნატორი.

ცნობისთვის: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წელს $100 მლნ თხილის მოსავალს პროგნოზირებს. ის სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს გასულ კვირას შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები