მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისარი ვარჰეი ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ოლივერ ვარჰეი
23.05.24 22:50
451

ევროკომისარი ვარჰეი ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოების ნაწილს ისე წარედგინა, რომ შეიძლება ამან მისი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს.

"მინდა, საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოვეხმაურო და დიდი მწუხარება გამოვხატო, რომ ჩემი სატელეფონო საუბარი არასწორად იქნა გაგებული.

მე, როგორც სამეზობლო გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვარ.

იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც ახლა საქართველოში დგას, მე ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს განსაკუთრებულად ხშირად ვეკონტაქტები, რომ ავუხსნა, როგორ დააზარალებს "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი" საქართველოს ევროპულ მომავალს.

ქართველი ხალხის ძლიერი პროევროპული მისწრაფებიდან გამომდინარე, ჩემი სატელეფონო საუბრისას, საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერ-მინისტრისთვის მიმენიშნებინა, რომ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ეს მყიფე ვითარება უფრო გაამწვავოს, რაც საბოლოო ჯამში, პოლარიზებას და თბილისის ქუჩებში უკონტროლო ვითარებას გამოიწვევს. მსგავსი პოლარიზაციის შესაძლო შედეგის მაგალითად მოვიყვანე სლოვაკეთი.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ ამოღებული იქნა, არამედ ის სრულიად განსხვავებულად მიეწოდა საზოგადოებას, რამაც ჩემი საუბრის მთავარი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია.

მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას - არ მიიღოს ეს კანონი.

ამას ვითხოვ ასევე, როგორც საქართველოს დიდი ხნის კარგად ნაცნობი მეგობარი.

მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც თავიანთი ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვიან."

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრისას დაემუქრა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები