მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს პროგრესზე ზეპირ ანგარიშს დღეს წარადგენს

6493e1360d0b2
BM.GE
22.06.23 10:07
423
დღეს, 22 ივნისს, ევრკომისია ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს წარადგენს - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში, რომელიც 21-22 ივნისს, შვედეთში დაგეგმილ სხდომას შეეხება.

საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები