მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია საქართველოს მიღწეული პროგრესის შესახებ ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს

64918f83b8a7c
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.23 15:36
535
22 ივნისს, ევრკომისია ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს წარადგენს - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში, რომელიც 21-22 ივნისს, შვედეთში დაგეგმილ სხდომას შეეხება.

საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები