მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა - სეს

სეს
28.02.24 12:09
113

ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებმა (DG SANTE) 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ქართულ თხილში აფლატოქსინების სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, აუდიტი განახორციელეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკომისიის აუდიტორებს მიაწოდა სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება. წარდგენილი იყო საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის შემოწმების სრული ჯაჭვი. სახელმწიფო კონტროლის სისტემის ეფექტიანობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე შეფასდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა, აუდიტორების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა და წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დირექტორატის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შედეგად, ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა (DG SANTE) ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ქართული თხილის ექსპორტს ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები