მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკრედიტმა და საქართველოს ფინტექ ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

6245c020935df
BM.GE
01.04.22 10:00
1496
ფინტექ კომპანიების ეფექტიანობა და წარმატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე საკმაოდ შესამჩნევია. საქართველოშიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ფინტეკ კომპანია ჩნდება ან ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციები ტრანსფორმირდებიან ფინტექებად.

ევროკრედიტმა 2020 წელს გააკეთა განაცხადი კომპანიის ფინტექად ტრანსფორმირებისთვის. ამ მიზნის მიღწევისთვის რამდენიმე ქმედითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. კომპანია პირველია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს ავტოსესხის განმეორებით აღებას ან სასესხო ლიმიტის გაზრდას დისტანციურად, „ვოლიფეის“ მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს სასურველი თანხის მიღება სულ რამდენიმე წუთში, დისტანციურად „ვოლიფეის“ ბარათით შეუძლიათ.

ტექნოლოგიების აქტიური ინტეგრირება ევროკრედიტმა მთლიანად კომპანიის ოპერაციულ ჯაჭვშიც დაიწყო, რაც სერვისის მომხმარებლისთვის მიწოდებას უფრო მარტივს და სწრაფს გახდის. ტექნოლოგიების გამოყენებით, ევრორკედიტის სწრაფი ბიზნეს სესხის უმარტივესი პროცესის, კიდევ უფრო გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან“ გაფორმებულ მემორანდუმი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიაში ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ახალი შესაძლებლობების გაჩენისთისვისა და ზოგადად მთლიან სექტორში უფრო ჯანსაღი, თანამედროვე გარემოს შექმნისათვის.




მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები იმუშავებენ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რათა საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისი წინადადებების შემუშავებაში დაიხვეწოს. ასევე, ისინი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და საჯარო თუ კერძო სექტორებს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ერთ-ერთი ყველაზე დროული და გამორჩეული პროდუქტი, რომელიც ევროკრედიტმა მომხმარებლებს შესთავაზა ეს არის სწრაფი ბიზნეს სესხი. ეს პროდუქტი ძირითადად პატარა ბიზნესებისა და სტარტაპებზეა გათვლილი, რომელთაც დიდი მოცულობის თანხების საჭიროება შეიძლება მოულოდნელად გაუჩნდეთ. „საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან“ მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში საშუალება მოგვეცემა უფრო აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ამ ტიპის ბიზნესის მფლობელებთან, მოვახდინოთ მათი სურვილების, საჭიროებების იდენტიფიცირება და ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოფიქრება. მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან“ ერთად შესაძლებლობა გვექნება ვიზრუნოთ სექტორის სწორი მიმართულებით და დაჩქარებულ ტემპში გასავითარებლად“ -განაცხადა ევროკრედიტის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა.

„საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - დავით კიკვიძე ასევე ხაზს უსვამს მემორანდუმის მნიშვნელოვნებას ქართული ბაზრისათვის.

“პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ საქართველოს ფინტექ ასოციაციის უმთავრესი მიზანი საქართველოში მოღვაწე ყველა დაინტერესებული მხარის ერთი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებაა. შესაბამისად მივესალმებით ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ჩვენს რიგებში შემოერთებას, როგორიც ევროკრედიტია. მოგეხსენებათ ევროკრედიტი ერთ-ერთი პირველი მიკროსაფინანსოს ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენს რიგებს შემოუერთდა და ამასთანავე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ასე ვთქვათ გამოვყო მათი სწრაფვა ფინტექის მიმართულებით. მათ დააანონსეს კიდეც თავის დროზე, რომ ისინი იქნებოდნენ პირველი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელიც ფინტეკად გადაკეთდებოდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ასოციაციისთვის, ისე ზოგადად დარგის განვითარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება საკმაოდ ნაყოფიერი. ასევე ვგეგმავ ძალიან ბევრი ახალი პროექტის ინიციირებას, რომლებიც კონკრეტულად მიკროსაფინანსო სექტორში ფინტექის დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ზოგადად დარგის განვითარებისკენაც დარწმუნებული ვარ ერთობლივად საინტერესო და ნაყოფიერი პროექტების განხორციელებას შევძლებთ.”

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები