მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია რეგიონის ფინტექ ეკოსისტემის პოტენციალი? - დავით კიკვიძის მოსაზრება

ფინტექი

“ფინტექ პოტენციალი ძალიან მაღალია, თუმცა ამ პოტენციალს სჭირდება მხარდაჭერაც” - ასე შეაფასა საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი ფინტექ ეკოსისტემის განვითარების კუთხით. როგორც მან BMG-ის ბაქოს ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, ინდუსტრიას სჭირდება მხარდაჭერა არამხოლოდ ბიზნესების მხრიდან, არამედ მარეგულირებლების მხრიდანაც.

“ჩვენ გვჭირდება ინოვაციების ერთგვარი მიდგომა. საქართველოში მთავარი ინოვაციები ფინანსურ სისტემაში კომერციული ბანკებისგან მოდის. თუმცა, ახლა ის დროა, როცა ფინტექ კომპანიებს აქვთ მეტი მოქნილობა რომ შექმნან მართლაც უნიკალური და ინოვაციური პროდუქტები და სერვისები. გვჭირდება ერთგვარი მიდგომა, სადაც კომერციული ბანკები შეეცდებიან ფინტექ კომპანიებთან თანამშრომლობას”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, რასაც ინვესტორი უყურებს, ეს არის ბაზარზე არსებული რეგულაციები.

თუ რეგულაციები მოქნილია და მორგებულია ბიზნესს, თუმცა ამასთან გათვლილია ფინანსურ სტაბილურობაზე, ინვესტორები ბაზრით ინტერესდებიან. ამიტომაც გვჭირდება, რომ მარეგულირებლები მომავალზე იყვნენ ორიენტირებული, რათა ნამდვილად მოქნილი შესაძლებლობები შეიქმნას”, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახლა საქართველოში მეტ-ნაკლებად მოქნილი რეგულაციებია, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

“უფრო ღრმად უნდა ვიფიქროთ. ასევე, საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ რეგულატორმა ფოკუსი ფინტექების სასარგებლოდ უნდა შეცვალოს. ახლა კი ფოკუსი უფრო მეტად კომერციულ ბანკებზეა. ამ კუთხით მცირედი ცვლილებები გვჭირდება”, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები