საკალათბურთო გამოცემა Eurohoops-მა ევროპული ლიგის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
ჩამონათვალში ვხვდებით “ვირტუს ბოლონიას” ფორვარდ თორნიკე შენგელიასაც, რომლის ანაზღაურებაც 2.1 მილიონი დოლარით განისაზღვრა და ამ შედეგით რეიტინგში მეშვიდე-მერვე ადგილს იყოფს ხუანჩო ერნანგომესთან, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გატარებული 7 წლის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა და ახლა ათენის “პანათინაიკოსში” ირიცხება.
რეიტინგის ლიდერი 4 მილიონი დოლარით სტამბოლში არსებული კლუბის “ანადოლუ ეფესის” გამთამაშებელი შეინ ლარკინია, რომელიც ნატურალიზაციის საშუალებით თურქეთის ეროვნულ ნაკრებშიც ირიცხება.
ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. შეინ ლარკინი (ანადოლუ ეფესი) - 4 მილიონი დოლარი
2. კოსტას სლუკასი (პანათინაიკოსი) - 2.8 მილიონი დოლარი
3. კევინ პანტერი (პარტიზანი) - 2.6 მილიონი დოლარი
4. ნიკოლა მიროტიჩი (მილანი) - 2.5 მილიონი დოლარი
5. დარიუს ტომპსონი (ანადოლუ ეფესი) - 2.3 მილიონი დოლარი
6. ვილი ერნანგომესი (ბარსელონა) - 2.2 მილიონი დოლარი
7-8. თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია) - 2.1 მილიონი დოლარი
7-8. ხუანჩო ერნანგომესი (პანათინაიკოსი) - 2.1 მილიონი დოლარი
9-10. უილ კლაიბერნი (ანადოლუ ეფესი) - 2 მილიონი დოლარი
9-10. მაიკ ჯეიმსი (მონაკო) - 2 მილიონი დოლარი
ცნობისთვის, გასული სეზონის დასრულების შემდეგ აქტიურად იწერებოდა, შენგელიას ტრანსფერის შესახებ, რადგან გუნდი სხვა ლიდერებმა მილოშ ტეოდოსიჩმა და ნიკო მანიონიმ დატოვეს. თორნიკეს ტრანსფერით სერბული “ცრვენა ზვეზდა” და ბერძნული “პანათინაიკოსი” იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა საბოლოო ჯამში შენგელიამ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, მიმდინარე სეზონში იტალიის სუპერთასი მოიგო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.