მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროოპტიმისტების" ახალი კანონპროექტი, comcom-ის დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს

comcom

საქართველოს კომუნიკაციების სფეროს კომუნიკაციების კომისია არეგულირებს, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა. კომისიის დაფინანსება კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიების მიერ გადახდილი თანხებიდან ფორმირდება. ამ საფასურს იხდიან, როგორც მობილური ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები ასევე, ტელე და რადიო მაუწყებლები. 2024 წლისთვის კომისიის შემოსავლები 20.2 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც 2023 წელთან შედარებით 3.2 მილიონი ლარით მეტია. ეს ზრდა ძირითადად კომპანიების ბრუნვის მატებით არის განპირობებული.

მობილური ოპერატორები, ინტერნეტ პროვაიდერები და სხვა რეგულირებადი საქმიანობით დაკავებული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიები კომისიაში საკუთარი წლიური ბრუნვის 0.75%-ს იხდიან, რასაც რეგულირების საფასური ეწოდება.

ფრაქცია "ევროოპტიმისტების" კანონპროექტით, შესაძლოა, ეს საკომისიო შენატანი ბრუნვის 0.5%-მდე შემცირდეს.

ტელე და რადიომაუწყებლებისთვის რეგულირების საფასური წლიური ბრუნვის 0.5%-ია, ახალი კანონპროექტით კი ეს შენატანი 0.35%-მდე უნდა მცირდება.

გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ფრაქცია “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ კომისიის შემოსავლები უკანასკნელ წლებში სექტორის შემოსავლების ზრდის გამო იმაზე გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ამას კომისიის ფუნქციონირების საჭიროება მოითხოვს.

კომისიის ბიუჯეტის ფორმირების მოქმედი წესი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. არსებული წესით 2012 წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში შემოსავალი შეადგენდა 7.9 მილიონ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის ეს თანხა 20.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 13.6 მილიონი ლარი რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავალია, 3.5 მილიონამდე კი რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდანაა. ბოლო 12 წლის განმავლობაში კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების 12 მილიონ ლარზე მეტით ზრდა განპირობებულია არა კომუნიკაციების კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული შემოსავლების ფორმირების არასწორი წესიდან გამომდინარე.

მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტში აკუმულირებული ზედმეტი თანხები ისეთი ხარჯების გაწევას ხმარდება, რომელთა საჭიროება დასაბუთებას არის მოკლებული. მაგალითისთვის, 2018 წელს კომისიამ დააფუძნა არაკომერციული იურიდიული პირი „მედია აკადემია“. 2019 წლის მონაცემებით, „მედია აკადემიის“ ბიუჯეტი 2,1 ლარით იყო განსაზღვრული, 2023 წლის მონაცემებით, ეს ციფრი 2.4 ლარამდე გაიზარდა”, - აღნიშნავს “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე გადაცემა “საქმიან დილაში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები