მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან მიგრაციის მიზეზია უმუშევრობა და ძალიან დაბალი შემოსავალი - გოცირიძე

64c51b01cc4eb
მარიამ ვარადაშვილი
29.07.23 22:31
496
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე BMGTV-ის ეთერში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება უწევთ. გოცირიძის შეფასებით, ამის უმთავრესი მიზეზი უმუშევრობა ან/და ძალიან დაბალი შემოსავალია, რითაც ფასების ზრდის ფონზე თავის გატანა შეუძლებელია.

“ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს წასვლას და სურათი მართლაც კატასტროფულია. სხვა შეფასებას გარდა კატასტროფისა, ამ სტატისტიკას ვერ ვუწოდებ. ამის მიზეზია უმუშევრობა და ძალიან დაბალი შემოსავალი. საქართველოში დასაქმებულთა 50%-მდე ხელფასი დაახლოებით 700 ლარია. საშუალო ხელფასი ქვეყანაში 1400 ლარია, რაც დაახლოებით 550 დოლარია. როდესაც ჩვენს მსგავს ქვეყანაში მაგალითად, ხორვატიაში საშუალო ხელფასი 2 500 დოლარს აჭარბებს. მიზეზია ასევე გაზრდილი ფასები. ფასები ყოველწლიურად იზრდება და ამ დროს 300 ლარიანი პენსია რა არის ან თუნდაც 1500 ლარიანი ხელფასი?! ახლა ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდა, მაგრამ ფასები მაინც იზრდება.

ქვეყანაში ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფაქტობრივად დასაქმების არეალი არ არის და სამუშაო ადგილები არ იქმნება. პრემიერი გამოდის პარლამენტში და ამბობს, რომ 48 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, ეს ზრდა სხვა ქვეყნის მოქალაქეების ძირითადად კი რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე მოხდა. დასაქმება ასევე გაიზარდა სოციალური პროგრამებით, 200-300 ლარიან სამუშაო ადგილებს რომ ქმნიან, რისი მეშვეობითაც დაახლოებით 12 ათასი ადამიანი დაასაქმეს სოციალურად დაუცველთა იმ პროგრამაში, რომელზეც 80 მლნ ლარს ხარჯავენ. შემდეგ ამ ადამიანებს აფორმებენ სასაფლაოებზე დარაჯებად და ა.შ ანუ სახელმწიფო თავად ქმნის სამუშაო ადგილებს. 

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ამ პირობებში 87 ათასმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა. ეს ხომ პარადოქსია, მაგრამ ეს რიცხვები მანიპაულირებულად არის მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის,"-ამბობს გიცირიძე.

მისივე განმარტებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია, რის გამოც საქართველოში მიგრანტები შემოვიდნენ, თუმცა გოცირიძე დასძენს, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას ქვეყანაში ფასების ზრდაც მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები