საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იცნობს - ცოდნის კაფეს, კახეთის ქალაქ წნორში მდებარე სოციალურ საწარმოს, რომელიც თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, შეხვედრების სივრცეს, ტექნოლოგიების ოთახს, რეზიდენციას, აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ ცოდნის კაფე რეგიონის ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. თანამოაზრეებისგან მიღებული თანხა სრულად ხმარდება „ცოდნის ფონდსა” და არაფორმალური განათლების დაფინანსებას. სხვათა შორის სოციალური საწარმო ყოველთვის ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და დგას იქ, სადაც თავისუფალი ადამიანები არიან.
სტუმარი: ნანა ბაგალიშვილი - “ცოდნის კაფის” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად