მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპა ქართველი ხალხის დემოკრატიული სურვილია - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროპის მოთხოვნა ქართველი ხალხის დემოკრატიული სურვილია. როგორც მან ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართველი ხალხი ევროპას ესწრაფვის.

"ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპას ძალიან ესწრაფვის. ეს არის დემოკრატიული სურვილი, რომელიც იქ არსებობს და ამიტომაც გზა გავუხსენით. ევროპა, ევროკავშირი არის ქვეყნების ერთობა, რომლებიც ვალდებულნი არიან, ჰქონდეთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო (ერთიანი, ერთნაირი) პრინციპები, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, დღეს, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ლიდერები სავარაუდოდ საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. საქართველო საგარეო საკითხების მიმართულებითაა დღის წესრიგში მოხსენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები