მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპა, თურქეთი, საქართველო - რა მოცულობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ექსპორტზე?

639af09754a9e
მარიამ ვარადაშვილი
15.12.22 16:32
817
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვეში [იანვარ-ნოემბერი] ქვეყანაში ბუნებრივი გაზის წარმოება 42.5 მილიარდი კუბური მეტრამდე გაიზარდა.

უწყების ცნობითვე, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზის წარმოება 7%-ით [2.8 მილიარდი კუბური მეტრი] არის გაზრდილი. ყველაზე მეტი მოცულობის გაზის [23 მილიარდი კუბური მეტრი] ქვეყანამ შაჰდენიზის საბადოდან მიიღო.

რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 20.1 მილიარდი კუბური მეტრის გაზი გაიტანა, რაც წლიურად 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 11 თვეში ევროპაში 10.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზია ექსპორტირებული, 7.6 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში, ხოლო 2.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი საქართველოში განხორციელდა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის საკითხზე მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა; 2022 წლის მოლოდინით კი ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ევროპისთვის გაზის მიღების ალტერნატიული წყაროები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Nord Stream-ის სრულად გაჩერების შემდეგ გახდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები